ალუდა ღუდუშაური: როგორც ჩანს, რეალურმა მმართველმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა მათ, რომ ახლა პროცესები უკვე პარლამენტში უნდა გადმოიტანონ

როგორც ჩანს, რეალურმა მმართველმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა მათ, რომ ახლა პროცესები უკვე პარლამენტში უნდა გადმოიტანონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნობიერა, რომ გარეთ დარჩენა დასასრულის დასაწყისი იქნება, ხოლო ასევე მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა.

„არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება უკვე პარლამენტში, თუ პარლამენტს გარეთ. როგორც ჩანს, მათმა რეალურმა მმართველმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ ახლა პროცესები უკვე პარლამენტში უნდა გადმოიტანონ. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, ჩვენ ვმუშაობთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ქვეყანასა და ჩვენ საზოგადოებას აქვს. როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს ის, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა „ევროპულ საქართველოს“, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს, ან თუ არსებობს, ერთი კაცის პარტიაა. ამიტომ მათ გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ხოლო ასევე მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები