გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, საბოლოო ჯამში, ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და შემოვლენ პარლამენტში

იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო ჯამში ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს და შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა სრულფასოვნად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და არა სანახევროდ.

„ორთვიანი ეპოპეა, შემოვლენ თუ არა პარლამენტში, უნდა დასრულდეს. როცა შემოდიხარ, მაგრამ დოკუმენტს არ აწერ ხელს, ანუ რა? იმ რეფორმების განხორციელებაში არ იღებ მონაწილეობას? საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემ? თუ აი, რას ნიშნავს? საბავშვო ბაღში ხომ არა ვართ, სახელმწიფოა. ზრდასრული ადამიანები ვართ, პოლიტიკური პარტიები ვართ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. სრულფასოვნად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და არა სანახევროდ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები