უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს(ფოტო)

უკრაინის, ზაპოროჟიეს რაიონულმა სასამართლომ ქვეყნის სანქციათა სიაში შეყვანილ, ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – პაატა ჩხარტიშვილს, იგივე “პრინცს” თავისუფლების 2 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავებულს ბრალად ედება ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკაშირებული უკანონო ქმედება.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 14 მაისს 668 ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტს სანქციები დაუწესა. 21 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა საბჭოს გადაწყვეტილება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ უვადო სანქციების გამოყენების შესახებ.

სიაში მოხვედრილ ე.წ.ავტორიტეტებს უკრაინაში ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ.

10 პირი სამშობლოში დააბრუნეს, რომელთა შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მკვიდრები, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტები კრიმინალური სამყაროს წევრებთან არა მარტო სამშობლოში, არამედ – უკრაინაშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები