აჭარაში 61 წლის ექიმი, ნაირა სურმანიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის კლინიკა “ბაუში” მუშაობდა.
“61 წლის ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეყვანილი იქნა 10 მაისს 11:00 საათზე, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური, თუმცა, მდგომარეობა დამძიმდა. განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,” – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.