ირაკლი კობახიძე: არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაცმოძრაობა“, რაც უნდა, ის გააკეთოს
“ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობა” პოზიციებში არათანმიმდევრულია.
“ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში. ეს მათი მარცხია, ისინი თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა, მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მიშელის დოკუმენტი იყო ჩვენი გამარჯვება, ეს ყველამ დაინახა, მათთვის ეს არის მარცხი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანი. არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.