ირაკლი კობახიძე – “ნამოხვანჰესზე”: მზად ვართ, ნებისმიერ მხარესთან დავსხდეთ და ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი, რაზეც შეიძლება, იყოს კითხვები
“მზად ვართ, მათთანაც, ნებისმიერ მხარესთან დავსხდეთ და ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი, რაზეც შეიძლება, იყოს კითხვები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნამოხვანჰესის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტის ფორმები არასწორია.
„ყველა შემთხვევაში მზად ვართ, მათთანაც, ნებისმიერ მხარესთან დავსხდეთ და ერთად გავიაროთ თითოეული პუნქტი, რაზეც შეიძლება, იყოს კითხვები. ეს არის სწორი ფორმა. გახსოვთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ დისკუსია პირადად შესთავაზა, რასაც თავი აარიდეს. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც რწმენას ამყარებს, რომ არგუმენტები იქით მხარეს არის სუსტი და რეალურად, აინტერესებთ ამ საკითხებში არა ჩაღრმავება, არამედ პროტესტი. დაფინანსება გარკვეულ ეჭვებს დამატებით ამძაფრებს ამ საკითხის გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.