საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

“მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას, მისი პარტიის დაფუძნებით პირველად ჩნდება შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა აგრესიაზე, არამედ – კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე”, – ამის შესახებ „სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმატება ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში პირველად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიასა და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ესაა ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაირკვევა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები