მარინა ენდელაძე: ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან, გარკვეულწილად, დაცულები ვართ, თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან მოსახლეობა, გარკვეულწილად, დაცულია.

თუმცა, ენდელაძის თქმით, აღნიშნული მოსაზრება დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

“გარკვეულწილად, დაცულები ვართ ინდური შტამის მასიურად გავრცელებისგან, თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამ შტამის შესახებ განსაკუთრებული მონაცემები, რომ განსხვავებული კლინიკა აქვს, ასეთი არ არის. ჯერჯერობით, შესწავლის საკითხია. არის მოსაზრება, რომ უფრო გავრცელებადია. არც ბრიტანული შტამი იყო ნაკლებად გავრცელებადი. შეიძლება, უფრო მეტი ლეტალობა იყოს. ვფიქრობ, ინდური შტამი ცოტა უფრო მძიმედ წავა”, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები