ოლივერ ვარჰეი: საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია – ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე

“საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უფრო მეტი პროგრესისთვის ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაოს.

“ჩვენ უკვე გამოვყავით 187 მილიონ ევროზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობით.

ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. ასევე, განვსაზღვრავთ ქვეყნისთვის შესაბამის პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა.

ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმებსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მოვუწოდებ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ ერთად, რათა პროგრესს მიაღწიონ ამ ძირითად სფეროებში. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ამბიციურ ასოცირების შეთანხმებას, რაც ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას მოიცავს”, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები