ქართველ მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გამოცხადებული ქართველი მწერლების სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია.
პროგრამის ფარგლებში მიღებული აპლიკაციები დეტალურად განიხილა და შეაფასა სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: როსტომ ჩხეიძე, ირაკლი კაკაბაძე, ნინო სადღობელაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ირაკლი სამსონაძე.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა ათი გამარჯვებული, რომლებსაც, ამა წლის ზაფხულში, შესაძლებლობა ექნებათ, ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე იმუშაონ.
გამარჯვებულები არიან: მარი ბექაური თამთა მელაშვილი, ნათია როსტიაშვილი, შოთა იათაშვილი, სალომე ბენიძე, ილია ჭანტურია, დათია ბადალაშვილი, ეკა ქევანიშვილი, პაატა შამუგია, დავით რობაქაიძე.
შერჩეული მწერლებისთვის, პროგრამა ითვალისწინებს ორკვირიანი სამუშაო გარემოს შექმნას საქართველოს არანაკლებ ხუთ სხვადასხვა ქალაქში. გამარჯვებული მწერლები, ასევე, მიიღებენ საავტორო ჰონორარს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ქართულ ლიტერატურას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომავალი წლის 23 აპრილამდე, ჟანრობრივად განსხვავებული ათი წიგნი შეემატება
თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები