აქცია დედოფლისწყაროში – მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

დედოფლისწყაროს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრთან შეიკრიბა და აქცია გამართა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე, სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებათ, ცალკეულ უბნებში კი წყლის დაბალი წნევის გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერ მოიხმარენ.

„სამ დღეში ერთხელ მოგვეწოდება წყალი. 5-6 საათი მოდის და თან ისეთი წნევით, რომ სარეცხის მანქანასაც კი ვერ ვრთავთ. რომ დაცხება, წყლის მარაგი უფრო შემცირდება და უარეს დღეში აღმოჩნდება მოსახლეობა. ყველას ხომ არ აქვს საშუალება, წყალი მაღაზიაში შეიძინოს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაერთიანებული წყალმომარაგების ადგილობრივ სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ სამრეკლოსა და ხორნაბუჯის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტის განხორციება ივლისიდან დაიწყება.

„სამწლიანი პროექტია და მდინარე იორიდან მოხდება წყლის ამოქაჩვა. სამუშაოები ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი მოსახლეობას პრობლემურ უბნებში წყალმზიდებით მივაწვდით წყალს“, – განაცხადა სერვისცენტრის ხელმძღვანელმა სიმონ ყოჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები