„საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წლებში” – ლექცია-დისკუსია გაიმართება
27 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს ლექცია-დისკუსიას – „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წლებში“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში მიმოხილული იქნება თურქეთისა და ირანის პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობა I მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში.
მომხსენებლები არიან:
სანდრო ბაკურაძე- აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თურქეთის პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის მიმომხილველი. სანდრო ბაკურაძე 2010-2014 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიას, ხოლო 2015-2018 წლებში სწავლობდა ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.
ნიკო ქელბაქიანი – აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ნიკო ქელბაქიანი 2012-2016 წლებში სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ირანისტიკის მიმართულებით, ხოლო 2016-2017 წლებში ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში ირანის კვლევების მიმართულებით.
მოდერატორი: გიორგი ჯავახიშვილი – ისტორიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.
Join Zoom Meeting
https://us04web.zoom.us/j/8764717617…
Meeting ID: 876 471 7617
Passcode: 1920