„პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა დღეს“ – საჯარო ლექცია გაიმართება

27 მაისს, 14:00 საათზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია: „პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა დღეს“.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  საჯარო ლექციას ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე გაუძღვება.
102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წელს, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები