ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი – „ქუჩის დღეების“ ონლაინჩვენება გაიმართება
22 მაისს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ლევან კოღუაშვილის ფილმი – „ქუჩის დღეები”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ქუჩის დღეები” წარმოდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის როტერდამის, გოტებორგის, ედინბურგის, მელბურნის, ლოს-ანჯელესისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმმა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული ფილმების მე-10 ფესტივალის (goEast) მთავარი პრიზი.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: გუგა კოტეტიშვილი , ირაკლი რამიშვილი, თემო გოგიძე, ზურა შარია, ზაზა სალია, რუსუდან კობიაშვილი, ეკა ჩხეიძე, ეკა ქუთათელაძე, ზურაბ ბეგალიშვილი, ლეო ანთაძე და გიორგი ყიფშიძე.

ფილმის ჩვენება გაიმართება პირდაპირი ჩვენების ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში