ჯაბა ფუტკარაძემ ტელეკომპანია “პირველს” სასამართლოში უჩივლა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიმის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ტელეკომპანია “პირველისა” და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მინისტრის ადვოკატმა სარჩელი დღეს წარადგინა. განცხადება რამდენიმე დღის წინ განსახილველად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც წარედგინა. საქმე ეხება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ მომზდებულ სიუჟეტს. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, სიუჟეტში მოცემულია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება, რომლის ფაქტი არ მომხდარა და რომელზეც, შესაბამისად, ვერ იქნება და არ არის აღძრული საქმე.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ეს არის მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რის გამოც ის საკუთარ უფლებებს სამართლებრივად დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები