რუსთაველის თეატრი მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

რუსთაველის ეროვნული თეატრი მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ მარი ჯანაშიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მარინა ჯანაშია დაიბადა 1949 წელს.
1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი (პედაგოგი – მ. თუმანიშვილი).
1968-81 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1981-87 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ხოლო
1988 წლიდან – კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
პაჟი (ჟ. ანუის ,,ანტიგონე”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
მაცაცო (შ. დადიანის “გუშინდელნი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
რეჰა (ლესინგის „ნათან ბრძენი”, რეჟისორი – ვ. ვაქსმუტი),
ჯულიეტა (შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
მარტირიო (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
ქეთო (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
მარიანა (ჟ. ბ. მოლიერის „ტარტიუფი”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ოთიანა (კ. გოლდონის „მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
შუშანიკი (იაკობ ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა” რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი),
მარია (ედუარდო დე ფილიპოს ,,აჩრდილები”, რეჟისორი _ რ. ჩხაიძე),
დედოფალი (გ. ბიუხნერის „ლეონსი და ლენა”, რეჟისორი _ ნ. კვასხვაძე)
მარინე (ი. სამსონაძის ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, რეჟისორები – გ. თავაძე, გ. ბარაბაძე)
მარიკო (თ. ებრალიძის ,,გუშინწინ, გუშინ, დღეს… ხვალ?”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი)
დორისი (ბ. სლეიდის ,,წელიწადში ერთხელ”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე)
ქალბატონი ბაბული (თ. ჭილაძის ,,ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე)
მადმუაზელ დუვანი (ფ. მარსოს ,,კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი)
ნინა (რ. ჰარვუდის ,,მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
ელიზაბეტი (ფ. საგანის ,,გედის სიმღერა”, რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი)
ქაბატო (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
მოხუცი ელისაბედი (ფ. შილერის ,,მარიამ სტიუარტი’’, რეჟისორი _ გ. კაპანაძე)
მთავრის მეუღლე დოროთეა (ჰ. ფონ კლაისტის ,,პრინცი ჰომბურგი”, რეჟისორი – გ. გორგოშიძე). მეფე ერეკლე („უკანასკნელი დედოფალი” რეჟისორი – გ. კაპანაძე)
მონაწილეა სპექტაკლებისა: ,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!’’, „ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა).
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: დეზდემონა (შექსპირის „ოტელო”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე), მერი (მ. ლერმონტოვის „თავადის ასული”), დარდანე (კ. გოცის „ლურჯი ურჩხული”), ევრიდიკე (,,ევრიდიკე”).
თეატრ ,,ვერიკოს” სცენაზე განსახიერებული როლები: კარმენი (,,კარმენ!”).
სამეფო უბნის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: კარმენი („კარმენ!”), დედა („სისხლიანი ქორწილი”), იდა („კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე”).
თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
დედა (,,ჯინსების თაობა”);  ედიტ ფრანკი (,,ანა ფრანკის დღიური”);  გაბი („რვა მოსიყვარულე ქალი”);  ნუცა („ნუცა”); ნინო (,„დოკერი”);  ლიანა დევდარიანი (,,საქმე გადაეცემა სასამართლოს’’).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები