ნიკა მელია: ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას, ამნისტიის კანონპროექტს არასოდეს არ დავუჭერ მხარს – ნუ ბაქიბუქობენ პოლიტიკურად

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ ამნისტიაზე მის თანხმობას ვერ მიიღებს.

“ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას იმიტომ, რომ იმ ამნისტიის კანონპროექტს მე არასოდეს არ დავუჭერ მხარს. თუ ამ სახით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც კანონად იქცევა ამნისტიის შესახებ, კვლავ მოუწევთ ათასობით სპეცნაზელის მოგზავნა “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში. ერთი – ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ, მეორე, მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზაციური სამყაროს წინააღმდეგ წასვლა. ნუ ბაქიბუქობენ პოლიტიკურად”, – აცხადებს ნიკა მელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები