ნათია თურნავა: მზად ვართ, ვიმუშაოთ „რიონის ხეობის მცველებთან“, რომ „ნამოხვანჰესის“ პროექტი არანაირ კითხვას აღარ იწვევდეს

“ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველოს ინტერესი გადის დამოუკიდებელ ენერგეტიკაზე და ამისთვის „ნამახვანის“ სტრატეგიული პროექტი საჭიროა, მე თქვენ წინაშე, როგორც მინისტრი, არ ვიდგებოდი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ „რიონის ხეობის მცველებთან“ იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს საბოლოოდ ისეთი, რომელიც არანაირ კითხვას აღარ იწვევდეს. ჩვენ მათ ორი ძალიან კარგი პლატფორმა შევთავაზეთ, ერთი არის ევროკავშირის ჩართულობით და მეორე ექსპერტთა საბჭოს შექმნა. ასეთი საკითხები წყდება ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალესდა ღამეც იქ გაათიეს. მათი მოთხოვნის მიხედვით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები