იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძე თავისუფლების მოედანზე საბრძოლო მომზადების რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

“საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმყოფებიან პოლონეთის პრეზიდენტი – ანჟეი დუდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ანდრი ტარანი.

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები