ვარლამ გოლეთიანი: რიონის ხეობაში შესასვლელ გზებს გადავუკეტავთ კომპანიის მანქანებს და მუშახელს, არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა

“რიონის ხეობაში შესასვლელ გზებს გადავუკეტავთ კომპანიის მანქანებს და მუშახელს, არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა”, – ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საპოლიციო ძალებთან ძალადობრივ დაპირისპირებაში შესვლას არ აპირებენ.

„ჩვენ მზად ვართ, ვიცით, რომ იქ ბარიკადებია აღმართულია და ველოდით, რომ ეს ასეც იქნებოდა. უბრალოდ, ჩვენ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს. აქ არის თვითონ კომპანიის ტრანსპორტსა და მუშახელზე საუბარი. გადავუკეტავთ უშუალოდ მათ. ბარიკადი ჩვენ ამაში ხელს არ გვიშლის. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ პროცესს. ხუთჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და არახალია ჩვენთვის ის განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება. თუმცა, მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ შევდივართ არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში საპოლიციო ძალებთან. პირიქით, მორალური უპირატესობა იმდენად დიდია, რომ არ გვჭირდება ხელჩართული ბრძოლა გავმართოთ ჩვენსავე მოქალაქეებთან. ამიტომ იქ უბრალოდ დავდგებით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები