სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ, მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის

“როდესაც ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ, მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია.

„საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როდესაც ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ. ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობების გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები