ანდრიუს კალინდრა: მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს მათი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დაე, თქვენმა დროშამ ყოველთვის მაღლა და ამაყად იფრიალოს
ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს მათი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დაე, თქვენმა დროშამ ყოველთვის მაღლა და ამაყად იფრიალოს და თქვენი თავისუფლებისადმი სწრაფვა არ შესუსტდეს. ლიეტუვა გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას ამ ღირსეულ გზაზე“, – წერს ანდრიუს კალინდრა “ტვიტერზე”.