ირაკლი ტაბლიაშვილი: ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ ,,რიონის მცველები”, ესაა რუსული გზა

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, ,,რიონის მცველები” ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ. ამის შესახებ ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ესაა რუსული გზა.

,,ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… და ამას უწოდებენ კანონის აღსრულებას ხალხის მხრიდან.

აი, ესაა რუსული გზა!..

ხვალ თავისი სასამართლო შექმნას და ორივე მხრიდან ჩაკეტილ რიონის ხეობაში მოხვედრილი ოპონენტები სიკვდილით დასაჯოს!.. ბარემ”, – წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები