დავით ზილფიმიანი: თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვიყავი, გლეხებს შეიძლება – გაუცვდეთ

“ევროპელი სოციალისტების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი, დავით ზილფიმიანი ამომრჩევლის თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგია.

დეპუტატმა მიზეზი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა.

“მე წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ უბრალოდ შეიძლება, გაუცვდეთ ან წაუკითხვადი გაუხდეთ მაგალითად, გლეხს, ასევე, ვიღაც მარტენის ღუმელთან არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირებით ხმის მიცემის, მაგრამ სანამ ეს იქნება შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით მოხდეს ხმის მიცემა… ეს “იმიჯ დეთექშენს” აკეთებს, ანუ გამოსახულების დაფიქსირებას ახდენს, რომ მწვანე მისცეს ამომრჩეველს არჩევნებში”, – ამბობს ზილფიმიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები