ლევან ვასაძე: არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან ჩემი მხრიდან არ არსებობს
“ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მისი მხრიდან “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციების ორგანიზებისა და დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“საჯაროდ ვადასტურებ, რომ არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან ჩემი მხრიდან არ არსებობს. არცერთი დოკუმენტი, არცერთი დასტური ამ ჭორებისა არ არსებობს. მე, უბრალოდ, საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ამ მოსახლეობის, მე ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი პროტესტის მიმართ”, – აღნიშნა ვასაძემ.