საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის იუსტიციის სახლი სიმბოლურად გაფორმდა (ფოტო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, თბილისის იუსტიციის სახლი სიმბოლურად გაფორმდა.

იუსტიციის სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობის გარე და შიდა პერიმეტრზე განთავსდა სახელმწიფო დროშა და სპეციალურად 26 მაისის აღსანიშნავად შექმნილი სიმბოლიკა.

“თბილისის იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოსულ მომხმარებელს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალის დათვალიერებაც შეეძლება, რომელიც მომსახურების დარბაზშია გამოფენილი. იუსტიციის სახლი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სახლი ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები