ადოლფ დირრის ფოტოების გამოფენა (1902-1913 წლები) გაიხსნება
25 მაისს, 17 – 20 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგისა და ფოტოგრაფის, ადოლფ დირრის (1867 – 1930) ფოტონამუშევრების გამოფენას და კატალოგის წარდგენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოტოგამოფენას გოეთეს ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმთან და მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმთან ერთად, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო წელს წარმოადგენენ.
ადოლფ დირრი (1867 – 1930) ტფილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა. 1902 წლიდან 1913 წლამდე ის კავკასიაში იმყოფებოდა და დიდი დამსახურება აქვს კავკასიური ენებისა და კულტურების შესწავლის საქმეში (ჯერ კიდევ 1904 წელს მან ქართული და უდიური ენების გრამატიკები გამოსცა. ის ავტორია მრავალი წიგნისა და ასობით სტატიის).
1918 წელს ის კიდევ ერთხელ ჩამოვიდა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც გერმანიის საიმპერატორო დელეგაციის წევრი.
კავკასიაში ყოფნის დროს მან უამრავი ფოტო გადაიღო. ეს ფოტოები დაცულია მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმში, რომლის კონსერვატორიც დირრი 1913 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო. გამოფენა იმხანად კავკასიაში მცხოვრები მრავალი ერის ცხოვრების წესისა და წეს-ჩვეულებების განსაკუთრებულ სურათს გვაჩვენებს.
ეს უნიკალური ფოტოები ამ გამოფენითა და კატალოგით პირველად ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
პროექტის კურატორია ლაშა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი.
კატალოგის სტატია: მიხაელა აპპელ, ხუთი კონტინენტის მუზეუმი;
მიუნხენის ფოტოები: ხუთი კონტინენტის მუზეუმი.
კატალოგის ტექსტების თარგმანი: ანა კორძაია-სამადაშვილი.
დიზაინი: ფატი გაგულია, ლაშა ბაქრაძე.
გამოფენის ხანგრძლივობა: 25.05. – 25.06.2021
მისამართი: გიორგი ლეონიძის სახელოსბის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8.