ინდოეთში, აპრილის შემდეგ პირველად, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200 ათასზე ნაკლებია

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის შემდეგ პირველად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200 ათასზე ნაკლებია.

უწყების ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 26,9 მილიონს გადააჭარბა, 24 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა, 307 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ერთ დღეში ინფიცირების 196 427 შემთხვევა გამოვლინდა, 326 850 პირი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირების მსოფლიოში მეორე ადგილზე რჩება.

21 აპრილიდან  17 მაისის ჩათვლით ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად 300 ათას აღემატებოდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში დაფიქსირებულა, ასევე, ხუთჯერ დაფიქსირდა 400 ათასზე მეტი დაავადებულის გამოვლენა.

აღინიშნება იმ პირთა ზრდა, რომელმაც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ვაქცინირებულთა რაოდენობა 198 მილიონზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 14,5%-ზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები