ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ამ ეტაპზე არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი, ჯერჯერობით, არ გამოვლენილა.

„მოგეხსენებათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა სხვა შტამები – სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და, მათ შორის, ინდური. ყველა ამ შტამზე დღეს დაკვირვება მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR-ტექნოლოგიებით, ისე გენომის სეკვენირებით ამ შტამების იდენტიფიცირების. ინდური შტამი ლაბორატორიულად ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ არის დადასტურებული. როგორც კი დადგინდება და თუ ეს მოხდა, შესაბამისად, გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები