ზურაბ ქადაგიძე: ის „ექსპერტები”, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს რომ მხარს უჭერენ და ეთერ-ეთერ დადიან მათ დასაცავად, რატომღაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლურ რიტორიკას აღვივებენ

ა/ო „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის “ფეისბუქსტატუსს” სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ის „ექსპერტები”, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს რომ მხარს უჭერენ და ეთერ – ეთერ დადიან მათ დასაცავად, რატომღაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლურ რიტორიკას აღვივებენ. დიახ, ქალბატონო ლაგაზიძე, დასავლეთს იმასთან აქვს პრეტენზია, ვინც აშავებს და საქმეს აფუჭებს, არამხოლოდ საქართველოში. აი, ანტიდასავლური ისტერიკა კი ძალიან გაზიანებთ, ისევ თქვენ და ყველაფრის ლუსტრაციას ახდენს!”, – წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, ხათუნა ლაგაზიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “საინტერესოა, ამ ევროპიელებს მარტო ჩვენს ოპოზიციასთან აქვს დიდი გული?!”

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები