დავით სერგეენკო: ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს

“ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამასთან, სერგეენკოს იმედი აქვს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება.

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კონსტრუქციაზე, მის შემადგენლობაზე არამცთუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის, რომ შეჯერებული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის შეხედულებები და მიდგომები. ის, რომ კანონპროექტი მზად არის, არ ნიშნავს, რომ იმავე ფორმით გადაიქცევა კანონად. ამას მოჰყვება პლენარული სხდომის დებატები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისი არგუმენტები გამოიყენოს, რომ ყველასთვის მისაღები და სამართლიანი კანონი იქნას მიღებული. ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს. არავინ აპირებს მასზე დამიზნებულად და მისთვის შექმნას ქვეყანაში კანონები”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები