მიხეილ სარჯველაძე: ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება, ჰქონდეს

“ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება, ჰქონდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მხარეს ცოტა მეტი კონსტრუქციული დამოკიდებულება სჭირდება.

„რიტორიკულად უნდა დაისვას კითხვა – 12:00 საათამდე რა უნდა მოხდეს? არ მგონია, მშენებლობის შეწყვეტა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ამ შემთხვევაში, მომიტინგეთა მხრიდან საკმარისი პირობა იყოს ულტიმატუმების დაყენებისთვის.

ვფიქრობ, ცოტა მეტი კონსტრუქციული დამოკიდებულება სჭირდება ყველა მხარეს, რომელსაც ევალება, გაუფრთხილდეს და პატივი სცეს ერთმანეთის პოზიციას, არგუმენტებს, რომლებიც არის ჰესის მშენებლობაზე. ასევე, ვალდებულნი ვართ, კონტრარგუმენტები მოვისმინოთ და საამისოდ ყველა წინაპირობა შექმნილია. წინასწარ ულტიმატუმების დაყენება სწორი არ მგონია. პროტესტს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება, ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გუშინ თბილისში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს, 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები