ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორია ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან.

“შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს [ინდური შტამი], საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა”, – განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები