იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან 16 პირი დააკავეს – პოლიცია ვითარებას აკონტროლებს (ფოტო)

იერუსალიმში, ტაძრის მთაზე ვითარება პოლიციის მიერ კონტროლზეა აყვანილი, 16 ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ამის შესახებ მედიას ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა, მიკი როზენფელდმა განუცხადა.

მისი თქმით,
“ვითარება ახლა კონტროლდება. დილით ტაძრის მთაზე პოლიციის ნაწილებმა ფართომასშტაბიანი არეულობის შეჩერება მოახერხეს. მომიტინგეები პოლიციას ქვებს ესროდნენ, რომლებიც იძულებული გახდნენ, საპასუხოდ არალეტალური იარაღი გამოეყენებინათ”, – თქვა როზენფელდმა.

მისი ინფორმაციით, ძალოვანებმა საშუალება მისცეს ათასობით ადამიანს, ვინც არეულობებში არ მონაწილეობდა, ტერიტორია დაეტოვებინათ.

”ტაძრის მთაზე და ძველ ქალაქში არეულობების თექვსმეტი მონაწილე დააკავეს”, – აღნიშნა ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები