კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ანდრეას ნორლენს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შვედეთის პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა როგორც მას, ასევე, მთელს პარლამენტს.

საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტის იმპლემენტაციასა და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უფრო მეტად კონსენსუსსა და თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული. ასევე, ყურადღება გამახვილდა 2024 წლის განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკაშვირში გაწევრებასთან დაკავშირებით გააკეთებს.
ხაზი გაესვა იმ ურთიერთობებს, რომელიც მხარეებს შორის ყოველთვის არსებობდა. განსაკუთრებით აღინიშნა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასოცირების შეთანხმდება და ამბიციური რეფორმების განხორციელება, რაშიც შვედეთის პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავას თანადგომა აღუთქვა. ისაუბრეს მეგობრობის ჯგუფების ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცესპიკერი – ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები