პაკისტანში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

პაკისტანში, ბელუჯისთანის პროვინციაში, პალესტინასთან სოლიდარობის აქციაზე აფეთქება მოხდა.

როგორც პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, ლიაქვათ შახვანიმ თქვა, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული, 14 დაშავებული.

მისი თქმით, მხარდამჭერი აქცია პარტია “ჯამიათ ულემა-ი-ისლამ-ნაზარიათის” მიერ იყო ორგანიზებული.

სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები