ევროკავშირი ღარიბ ქვეყნებს ვაქცინის 100 მილიონ დოზას გადასცემს

ევროკავშირი წლის ბოლომდე  ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონ დოზას გადასცემს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

”ევროპას აქვს მიზანი, 2021 წლის ბოლომდე, მინიმუმ, 100 მილიონი დოზა შესწიროს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს”, – თქვა მან რომში, სადაც პანდემიასთნ ბრძოლის საერთაშორისო კოორდინაციის საკითხზე გლობალური სამიტი დაიწყო.

ევროკომისიამ 20 მაისს მესამე შეთანხმება დაადასტურა 2023 წლამდე 1,8 მილიარდ დოზამდე ვაქცინის შეძენაზე. მანამდე, ორი შეთანხმების მიხედვით, შესყიდულია 600 მილიონი დოზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები