როდის შემოვა Pfizer-ის დამატებითი დოზები საქართველოში – პაატა იმნაძის განმარტება

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, თუმცა, ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„Pfizer-თან მოლაპარაკება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატელეფონო ურთიერთობები პრემიერმინისტრსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის. ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, თუმცა, ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ, რადგან ჯერ კიდევ არ არის მომწოდებლის მხრიდან ეს დადასტურებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები