ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ჩვენი ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, არცერთი ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ვერ მოხვდება
“თუ ჩვენი ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, არცერთი ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ვერ მოხვდება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს.
„ჩვენთან ის სექტორი, სადაც სამუშაო ადგილები დაიკარგა, ეს იყო ტურიზმის სექტორი და მასთან მიბმული ყველა ბიზნესი. ამიტომ, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ქვეყანაში შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და დაკარგული ადგილები კვლავ აღდგეს. თუ ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, არცერთი ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდება, ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელება შევბოჭოთ და 2022 წლის ბოლოდან იქნება თუ 2023 წლის გაზაფხულიდან ქვეყანამ გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება, რაც არის ჩვენი გადარჩენის შანსი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.