Pfizer-ში საკუთარი ვაქცინის ახალ ვერსიაზე მუშაობენ

აშშ-ის ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის ახალ ვერსიაზე მუშაობენ, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნება 6 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ  საყინულე პირობებში.

ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Axios-ს განუცხადა.

”ახლა ვაქცინის ახალ ვერსიაზე ვმუშაობთ და ამ ვაქცინის შენახვა ექვს თვემდე იქნება შესაძლებელი, ჩვეულებრივ საყინულეში”, – თქვა ბურლამ და დასძინა, რომ სიახლეს მალე წარადგენს.

Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა ამჟამად შესაძლებელია -60-დან -80 გრადუსის პირობებში, 6 თვის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები