კახა კუჭავა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯოანა მირჩეას შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესსა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, ყურადღება ასევე გამახვილდა ერთიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტსა და არსებულ მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატო,ს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და იმ წვლილზე, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად შეაქვთ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები