კახა კუჭავა ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშნელოვან, აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობების გეგმებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.