ოლივერ ვარჰეი: საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი რეფორმების გატარების, კორონავირუსთან ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესში

“საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი რეფორმების გატარების, კორონავირუსთან ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესში”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ხედვების გაცვლით. ხაზი გავუსვი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი რეფორმების გატარების, კორონავირუსთან ბრძოლისა და ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, – წერს ვარჰეი Twitter-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები