დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ანტიოქიის პატრიარქთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა ნეგატიური მოვლენაა და ამაზე რეაგირება გვექნება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაზე რეაგირება იქნება.
„ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.