სერგო ჩიხლაძე: სად წავლენ და სად ჩამოვლენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, ეს მათი გადასაწყვეტია

“სად წავლენ და სად ჩამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ეს მათი გადასაწყვეტია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა.

„ცოტა არასერიოზულად ვუყურებ ამ განცხადებას იმიტომ, რომ ასეთი განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბევრჯერ იყო გაკეთებული. უახლოეს მომავალში მისი ჩამოსვლა არ მგონია, რაიმე რეალობასთან იყოს ახლოს. არ დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და არ მგონია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდეს მას. სად წავლენ და სად ჩამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ეს მათი გადასაწყვეტია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები