ინდოეთში, კოვიდპანდემიის გამო, ტურისტულ ავტობუსებს სასწრაფო დახმარების მანქანებად გადააკეთებენ

ინდოეთში, კორონავირუსის ყოველდღიური მზარდი რიცხვის ფონზე, ქვეყნის ტუროპერატორები სამგზავრო ავტობუსებს სასწრაფო დახმარების მანქანებად გადააკეთებენ, რათა ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

ინფორმაციას Times of India ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ქვეყნის ბევრ შტატში, მაგალითად, კერალაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციისთვის სულ უფრო მეტი ტრანსპორტია საჭირო. ამასთანავე, გადაკეთებულ ავტობუსებს საწვავით საქველმოქმედო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები