ინდოეთში ციკლონ “ტაუკტაეს” შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაზრდილია, არიან დაკარგულებიც (ვიდეო)

ინდოეთის დასავლეთით ციკლონ “ტაუკტაეს” უკვე 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 96 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 150 ათასზე მეტი ევაკუირებულია.

ასობით ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსების თქმით, ამჟამად, ციკლონი ტროპიკული შტორმის კატეგორიაშია გადასული, რომლის ქარის სიჩქარე საათში 185 კილომეტრს აღწევს.

აღინიშნება, რომ უახლოეს დღეებში ინდოეთის მთავრობას, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდირებაც მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები