დმანისში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

დმანისში, მერიის შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება სოზარ სუბარი, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში, ასევე, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

„ყველა არის ერთ აზრზე. ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა. ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება – ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული. ყველა არის ერთ აზრზე. აქვე სიმბოლურად, შერიგების ნიშნად ხელი რომ ჩამოართვათ ერთმანეთს და შემდეგ გარეთ ხალხსაც იგივე რომ მოვუწოდოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები