გეგა შენგელია ზუგდიდის მერობიდან გადადგომის შემდეგ მიზეზებზე საუბრობს

ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი, გეგა შენგელია თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს.

“შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლა, არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ჩემ ადამიანურ პრინციპზე დაყრდნობით. არ გამოვრციხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა”, – თქვა გეგა შენგელიამ.

მისივე თქმით, თუ მომავალშიც იქნება ისეთი საჭიროება, როგორიც 2018 წელს იყო, მზადაა, პარტიებთან ითანამშრომლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები