თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ავტომობილის მიმართულებით გახსნეს.
ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.